ალცჰეიმერის წინააღმდეგ ახალი შესაძლებლობები

მეცნიერებმა დაადგინეს როგორ გავიმარჯვოთ ალცჰეიმერის დაავადებაზე

მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულნი არიან რომ, გველის შხამი ადამიანისთვის წამალია, რომელიც თავის ტვინში შლის მავნე ნივთიერებებს. ეს მავნე ნივთიერებები დაკავშირებულია ალცჰეიმერის დაავადებასთან.

მკვლევარების თქმით, შხამი დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება.

მკვლევარებმა ჩხრიალა გველის შხამზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ბინადრობს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. მათ გამოიყენეს გველის შხამის ცილა ბეტა–ამილოიდის თავის ტვინში დაგროვების წინააღმდეგ. მოცემული ცილები შლის ფერმენტებს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში ისინი იწყებენ აკუმულირებას ტვინში და იწვევენ ტოქსიურ ეფექტს.

მეცნიერები დიდი ხანია ეძებდნენ ფერმენტის გამააქტიურებელ ნივთიერებას, რომელიც შეძლებდა ცილა ბეტა–ამილოიდის დაშლას. მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარები დიდი ხნის მანძილზე უკეთებდნენ ანალიზს სხვა და სხვა გველის შხამებს და მხოლოდ ჩხრიალა გველის შხამში აღმოჩნდა საჭირო მოლეკულა. უკვე შექმნილია გველის შხამისმაგვარი სინთეტიკური ვერსია. ახლო მომავალში მის გამოცდას დაიწყებენ თაგვებზე.