parkinson's, disease, shiver

პარკინსონის დაავადების მკურნალობის ახალი მიდგომები

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ დეფორმირებული ცილა – ალფა-სინუკლეინი – პარკინსონის დაავადების განვითარების მიზეზია. მას გააჩნია ნაწლავიდან ტვინში ცდომილი ნერვით გადანაცვლების საშუალება. ტვინში ვრცელდება და წარმოქმნის ნეირონებისათვის მომაკვდინებელ გროვას, რომელიც ცნობილია „ლევის სხეულების“ სახით.

სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ხელოვნური ფერმენტით. ის აჩერებს დეფექტური ალფა-სინუკლეინის გავრცელებას და შეიძლება, პარკინსონის დაავადების თერაპიის საფუძველი გახდეს. ხელოვნურ ფერმენტებს, სპილენძისა და პლატინის ნანოზომის კომბინაციას, უწოდეს ბიოლითონის ნანოშენადნობი – Pტჩუ. ეს კომბინაცია შექმნეს მათი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო. ჟანგბადის რეაქციული ფორმები ხელს უწყობს დეფორმირებული ალფა-სინუკლეინის გავრცელებას, რაც იწვევს დაავადების სიმპტომების გაძლიერებას. ტვინში ნანოზიმების მოხვედრისას ისინი შთანთქავენ ჟანგბადის ამ ფორმას. ნანოზომები კატალაზისა და სუპეროქსიდდისმუტაზას იმ ორი ფერმენტის იმიტირებას ახდენენ, რომლებიც შლიან ჟანგბადის რეაქციულ ფორმებს.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნანოზომები ამცირებენ ალფა-სინუკლეინის მიერ ინდუცირებულ პათოლოგიას, აინჰიბირებენ ნეიროტოქსიკურობას და ჟანგბადის რეაქციული ფორმების რაოდენობას. ნანოზომები ასევე ხელს უშლიან ალფა-სინუკლეინის უჯრედიდან უჯრედზე გადაცემას.