person in blue long sleeve shirt holding blue plastic toy

CYP2C19-ისდა IL1B-ისგენეტიკურ პოლიმორფიზმებსარ აქვს გავლენა ეზომეპრაზოლითმსუბუქი ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობაზე

ვენ-ჰუნგ ჰსუ,

გასტროენტეროლოგიის განყოფილება, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი, კაოჰსიუნგის სამედიცინო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

ფუ-ჩენ კუო,

მედიცინის სკოლა, სამედიცინო კოლეჯი, ე-დას ჰოსპიტალი, ი-შოუს უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

ჰუანგ-მინგ ჰუ,

გასტროენტეროლოგიის განყოფილება, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი, კაოჰსიუნგი ვეტერანების საერთო ჰოსპიტალი და იანგ-მინგის ეროვნული უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

პინგ-ი ჰსუ,

გასტროენტეროლოგიის განყოფილება, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი, კაოჰსიუნგი ვეტერანების საერთო ჰოსპიტალი და იანგ-მინგის ეროვნული უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

დენგ-ჩიანგ ვუ,

ინფექციური დაავადებებისა და კიბოს კვლევითი ცენტრი, კაოჰსიუნგის სამედიცინო უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

ჩაო-ჰუნგ კუო,

ღეროვანი უჯრედების კვლევითი ცენტრი, კაოჰსიუნგის სამედიცინო უნივერსიტეტი, კაოჰსიუნგი, ტაივანი

Wen-Hung Hsu, Fu-Chen Kuo, Huang-Ming Hu, Ping-I Hsu, Deng-Chyang Wu, Chao-Hung Kuo

აბსტრაქტი

ინტერლეიკინი (IL)-1b წარმოადგენს კუჭის მჟავას სეკრეციის ძლიერ ინჰიბიტორს და მისი გენეტიკური პოლიმორფიზმი უკავშირდება რეფლუქსური ეზოფაგიტის სიმძიმეს. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი (PPI), რომელიც მეტაბოლიზდება P450 2C19-ის (CYP2C19) მიერ, წარმოადგენს წამყვან პრეპარატს რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობაში. CYP2C19 გენოტიპმა შეიძლება გავლენა მოახდინოს PPI-ის თერაპიულ ეფექტზე რეფლუქსური ეზოფაგიტისთვის. 2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, ამ კვლევაში მოხდა 184 პაციენტის ჩართვა ენდოსკოპიური შემოწმების, ეზომეპრაზოლით 8-კვირიანი მკურნალობის, და კითხვარით 20-კვირიანი დაკვირვების საფუძველზე. ამ პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ ენდოსკოპიური შემოწმება 20 კვირის შემდეგ. მოხდა სისხლის აღება გენეტიკური პოლიმორფიზმის ანალიზისთვის პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით. ეზომეპრაზოლით მკურნალობის 8 კვირის შემდეგ, 184-ვე პაციენტმა მიაღწია სრულყოფილ სიმპტომურ შვებას. თუმცაღა, შემდეგი 12 კვირის განმავლობაში, 58.70% (108/184) უჩიოდა სიმპტომების რეციდივს, 45.65% (84/184) ჰქონდა მდგრადი ეზოფაგური ეროზია, რომელიც დადასტურდა ენდოსკოპიით, და ჯამში, პაციენტების 76.09% (140/184) ჰქონდა წარუმატებელი მკურნალობა მე-20 კვირის ბოლოსთვის. არ ყოფილა CYP2C19 და IL1B-ის გენეტიკური პოლიმორფიზმებების გავლენა მკურნალობის წარუმატებლობაზე (p Z 0.896). ამგვარად, PPI მკურნალობის გახანგრძლივება და ცხოვრების წესის შემდგომი მოდიფიკაცია შეიძლება გარანტირებული იყოს მსუბუქი სიმპტომური ეზოფაგიტისთვის. არ არსებობს კავშირი IL-1b-სა და CYP2C19-ს შორის მსუბუქი რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობის ეფექტში.

საავტორო უფლებები ª 2015, კაოჰსიუნგი სამედიცინო უნივერსიტეტი. გამოქვეყნებულია შპს Elsevier ტაივანის მიერ. ყველა უფლება დაცულია.

შესავალი

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD), რომელიც განისაზღვრება, როგორც კუჭის შიგთავსის რეფლუქსი, იწვევს შემაწუხებელ სიმპტომებსა და გართულებებს, და გავრცელებული ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს ბევრი ქვეყნისთვის [1,2]. აზიაში, მიჩნეული იყო, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების პრევალენტობა < 5%-ია, მაგრამ ბოლოდროინდელ კვლევებში, იგი 15%-მდე გაიზარდა და მიჩნეულია, როგორც ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემა სამომავლოდ [3-5]. წინა კვლევებში, რეფლუქსური ეზოფაგიტი მიჩნეულ იყო როგორც მულტიფაქტორული დაავადება, რომელზეც გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, როგორებიცაა კვებითი ქცევა, ნარკოტიკების მოხმარება და ფსიქოლოგიური ფაქტორები [4]. ბოლო დეკადის განმავლობაში, მოხდა გენური კვლევების აყვავება და აღმოჩნდა, რომ ინტერლეიკინი (IL)-1b კავშირშია მჟავასთან დაკავშირებულ დაავადებებთან, როგორებიცაა პეპტიური წყლული და რეფლუქსური ეზოფაგიტი [6-8]. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი (PPI) წარმოადგენდა მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამედიცინო მკურნალობის საფუძველს, პეპტიური წყლულისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ჩათვლით [9]. ამ პრეპარატის ფართოდ გავრცელებული და გააზრებული გამოყენების შემდეგ, მიჩნეულ იქნა, რომ მეტაბოლური გზა გავლენას ახდენს თერაპიულ ეფექტზე. ციტოქრომ 450-ის ფერმენტები აწვდიან მთავარ გზას PPI-ის მეტაბოლიზმისთვის და CYP2C19-ის გენოტიპს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა PPI-ის ფარმაკოდინამიკაზე. CYP2C19-ის გენეტიკურ პოლიმორფიზმს დამტკიცებული გავლენა აქვს Helicobacter pylori-ის PPI-ზე დაფუძნებულ ერადიკაციაზე [10,11]. ზოგიერთი მოხსენება ასევე გვამცნობს, რომ მას გავლენა აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობაზე [12,13].

ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ IL1B-ის და CYP2C19-ის გენეტიკური პოლიმორფიზმების გავლენა რეფლუქსური ეზოფაგიტის PPI-ით მკურნალობაზე.