three clear beakers placed on tabletop

მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამკურნალო ჰომეოპათია და ვეტერინარული ჰომეოპათია და მათი პოტენციალი უზრუნველყონ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემის დაძლევა – მიმოხილვა

პ. ვეიერმაიერი,

ვეტერინარული ჰომეოპათიის ევროპული აკადემიის (EAVH) წევრი, ავსტრიის ვეტერინარული პალატა, ჰომეოპათიის სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო განყოფილების სპიკერი, პრეზიდენტი, ავსტრიის ვეტერინარული ჰომეოპათიის ასოციაცია, ვენა, ავსტრია;

მ. ფრასი,

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის განყოფილების პროფესორი, ავსტრიის სამედიცინო პალატის ჰომეოპათიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვენა, ავსტრია;

ტ. პეინბაუერი,

ზოგადი პრაქტიკოს ექიმი, OEAEK-დიპლომი ჰომეოპათიაში, იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტის ლექტორი ზოგადი მედიცინის დარგში, ლინცი, ავსტრია;

ლ. ელინგერი,

ვეტერინარი, ჰომეოპათიური მიმართულების სამედიცინო ცენტრი, აპელდორნი, ნიდერლანდები;

P. Weiermayer, M. Frass, T. Peinbauer, L. Ellinger

Აბსტრაქტი

მოცემულ მიმოხილვაში განხილულია ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპები და მისი იურიდიული და სამეცნიერო საფუძვლები, რათა აღნიშნული დაახლოებული იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ევროკომისიის (EU) პოზიციებთან. ჯანმო-ს თანახმად, ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ევროკომისიის ერთიანი ჯანდაცვის სამოქმედო გეგმა მოითხოვს სამეცნიერო კვლევის ჩატარებას ადიუვანტური მედიცინის მიმართულებით, ასევე ჯანმო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს ეროვნულ ჯანდაცვის პოლიტიკაში უფრო აქტიურად გამოიყენონ ადიუვანტური მედიცინა.

ადამიანისა და ვეტერინარული ჰომეოპათიური საშუალებების ზოგადი გამოყენების შესახებ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, აღნიშნულ მიმოხილვაში განხილული კვლევების დონე შეესაბამება 1a-ს. ჰომეოპათიური საშუალებების ინფექციური დაავადებების დროს გამოყენება მტკიცებულებებზეა ფოკუსირებული, ზოგიერთი მტკიცებულების დონე 1a, 1b, 2c კვლევებია და შესაბამისი შემთხვევის მოხსენება უფრო დეტალურად არის აღწერილი წარმოდგენილ მიმოხილვაში. საერთო ჯამში, არსებობს მტკიცებულება ზოგადად ჰომეოპათიისა და ვეტერინარული ჰომეოპათიის, და კერძოდ, ინფექციური დაავადებების ჰომეოპათიური მკურნალობის ეფექტურობის შესახებ. ინდივიდუალური ჰომეოპათია ავლენს ეფექტს ყველა დონეზე კოჰრეინის ლაბორატორიის კრიტერიუმების მიხედვით, მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის კვლევებშიც კი. როგორც ადამიანისა და ვეტერინარული მედიცინის უმეტეს მიმართულებებში, საჭიროა შემდგომი კარგი/მაღალი ხარისხის კვლევების წარმოება. ჰომეოპათიის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავებულ პრეპარატებთან მიმართებაში, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია  მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარება, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ინფექციების ჰომეოპათიურ მკურნალობაზე. ინდივიდუალური მიდგომა (ინდივიდუალურად შერჩეული ჰომეოპათიური წამალი) სათანადოდ მომზადებული ჰომეოპათიური ექიმების/ვეტერინარების მიერ აუცილებელია ეფექტური მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ჰომეოპათიური მიდგომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებელია, საუნივერსიტეტო დაწესებულებებში ამ მიმართულებით შესაბამისი სასწავლო პროგრამების არსებობა.აქედან გამომდინარე, პაციენტების საუკეთესო ინტერესებისთვის ჰომეოპათიის შემდგომი ინტეგრაცია უნივერსიტეტებში აუცილებელი მოთხოვნაა.

საკვანძო სიტყვები: ანტიმიკრობული საშუალებები, ანტიბიოტიკორეზინსტენტობა, მტკიცებულება, ჰომეოპათია, ვეტერინარული ჰომეოპათია