აუტიზმის სპექტრის აშლილობისა და ADHD-ის მქონე ახალგაზრდებში სუიციდური რისკი ყოველთვის აშკარა ნიშნებით არ ვლინდება. ახალი მიმოხილვა მიუთითებს, რომ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარგი აკადემიური შედეგები და გარეგნულად წარმატებული ფუნქციონირება შესაძლოა რეალური ფსიქოლოგიური სირთულეების დაფარვასაც უწყობდეს ხელს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ ამოცნობას და აუტისტურ სპექტრზე მორგებულ შეფასებას.
წყარო: Gupta M, McCall J, Khurana P, Gupta N. Underrecognized suicidality in higher functioning youth with autism spectrum disorder and attention deficit hyperactivity disorder. Discover Mental Health. 2026;6:219. DOI: 10.1007/s44192-026-00453-0.