ვესტიბულური და არა-ვესტიბულური ვერტიგო – მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები

ლუის ფერნანდესი,

შარიტეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ნევროლოგიური დეპარტამენტი, ბერლინი, გერმანია

მარტინ შტრუპი,

ლუდვიგ მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ნევროლოგიის განყოფილება, მიუნხენი, გერმანია

ჰენრი აბჰოლცი,

ესენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის განყოფილება, ესენი, გერმანია

Luis Fernandez, Martin Strupp,  Henry Abholz

აბსტრაქტი

   თავბრუსხვევა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს, რომლითაც პაციენტები მიმართავენ ექიმს. იგი გავლენას ახდენს 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების თითქმის მესამედის ყოველდღიურ ცხოვრების წესზე და შრომისუნარიანობაზე.1 თავბრუსხვევა ზოგადი სიმპტომია, რომელიც ხასიათდება წონასწორობის, სიარულისა და გარემოში ორიენტაციის გაძნელებით.

   როგორც ვესტიბულური თავბრუსხვევის მქონე პაციენტებს, ასევე არავესტიბულური თავბრუსხვევის მქონე პაციენტებს აქვთ მნიშვნელოვნად შემცირებული ცხოვრების ხარისხი.2,3 ხანდაზმულებში თავბრუსხვევის არსებობა არის დაცემის მაღალი საპროგნოზო ფაქტორი, რაც 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შემთხვევითი სიკვდილის მთავარი მიზეზია.

თავბრუსხვევის ტიპები:

დრაჩმენისა და ჰარტის მიხედვით,4 თავბრუსხვევა შეიძლება დაიყოს ოთხ კლინიკურ შეგრძნებად:

1. გარკვეული ბრუნვის შეგრძნება,

2. ზოგადი სისუსტის ან გონების დაკარგვის შეგრძნება,

3. წონასწორობის დარღვევა

4. რთულად დიაგნოსტირებადი „თავბრუსხვევა“ გარდა  სინკოპეს ან წონასწორობის კარგვის

კლინიკური მახასიათებლები

  ვერტიგო/თავბრუსხვევა თავისთავად არ წარმოადგენს კლინიკურ ერთეულს, მაგრამ მოიცავს სხვადასხვა ეტიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიური წარმოშობის სიმპტომებს.

ვერტიგოს/თავბრუსხვევის განვითარების სავარაუდო მიზეზები მოიცავს: 9-11

შიდა ყურში ვესტიბულური ორგანოს წონასწორობის ცენტრის დარღვევა:

• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები

• სხვადასხვა შეგრძნების დისბალანსი

• ხერხემლის კისრის, გულმკერდის ან წელის/საკრალური ნაწილის დაავადებები, რომლებიც აფერხებენ სივრცის პროპრიოცეფციას

• სისხლის ნაკადის დარღვევა

• ფსიქიკური რეაქციები და დარღვევები

• ტოქსიკური გარემო ან ნარკოტიკების ზემოქმედება

  ვერტიგოს/თავბრუსხვევის დიფერენციალური დიაგნოზი ემყარება მიზანმიმართულ შეფასებას თავბრუსხვევის ტიპის, შეტევის ხანგრძლივობის, გამომწვევი მიზეზების და ასოცირებული სიმპტომების მიხედვით, ვესტიბულურ და ნევროლოგიურ გამოკვლევას და ყველაზე გავრცელებული თავბრუსხვევის სინდრომების ცოდნას.

ვერტიგოს შეტევების ხანგრძლივობა

   თავბრუსხვევის ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს წამებიდან წუთამდე (მაგ., კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევის (BPPV), ვესტიბულური პაროქსიზმის დროს) ან საათობით (მაგ., მენიერის დაავადების ან ვესტიბულური შაკიკის დროს). მუდმივი თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან თუნდაც რამდენიმე კვირა, გვხვდება ვესტიბულური ნევრიტის დროს. დისბალანსის ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს წუთებიდან საათამდე და შეიძლება გამოწვეული იყოს გარდამავალი იშემიური პროცესებით (TIAs) თავის ტვინის ღეროში.12

ასოცირებული სიმპტომები

შემდეგი სიმპტომები ასოცირდება თავბრუსხვევასთან: შაკიკი, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ (შაკიკის თავბრუსხვევა), კისრის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური და წნევა (მენიერის დაავადება ან სხვა პერიფერიული ვესტიბულური დარღვევები), ქოშინი, ჰიპერვენტილაცია, ტრემორი, ტაქიკარდია (შფოთვითი აშლილობა), სისუსტე (პრესინკოპე) და სინკოპე (ორთოსტატული ჰიპოტენზია, გულის არითმია).

  თავბრუსხვევა შეიძლება განვითარდეს სპონტანურად (მენიერის დაავადება, TIA, გულის არითმიები, შაკიკი) ან გამოწვეული იყოს მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ფეხზე დგომით პოზიციაში გადასვლით (ორთოსტატული თავბრუსხვევა), თავის პოზიციის ცვლილებით (კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა) ან წნევის ცვლილებით. თავში ან სასმენ არხში (პერილიმფური ფისტულა). ფსიქოგენური თავბრუსხვევა შეიძლება განვითარდეს სპეციფიკურ გარემო პირობებში, რაც შესაძლებელია იყოს შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ეპიდემიოლოგია

   თავბრუსხვევა კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა და ის ნევროლოგიური გამოკვლევის ათი ყველაზე ხშირი მიზეზია. თავბრუსხვევასთან დაკავშირებული ვიზიტები შეადგენს ექიმთა კაბინეტში ვიზიტების 2%-ს. 14-16

   მსოფლიო მოსახლეობის დაბერების გამო, პაციენტების რიცხვი სწრაფად იზრდება.12,14-20 კვლევები აჩვენებს, რომ თავბრუსხვევა უფრო ხშირად მოქმედებს ქალებზე, ვიდრე მამაკაცებზე. თავბრუსხვევის დიაგნოსტიკისა და დანიშნულების სიხშირის კვლევამ პაციენტთა პოპულაციაში, რომელსაც ემსახურებოდა სულ 138 ექიმი/ოჯახის ექიმი (300000-ზე მეტი პაციენტი) გამოავლინა, რომ თავბრუსხვევა, როგორც სიმპტომი პაციენტების 3.4%-ს აღენიშნებოდა. მათგან <20%-ს დაუსვეს დიაგნოზი, რომელიც დაკავშირებული იყო ვესტიბულურ თავბრუსხვევასთან, ხოლო >80% შემთხვევაში, მხოლოდ სიმპტომი („თავბრუსხვევა“) იყო აღწერილი. 21

80.2% მიზეზი უცნობია

12.9% სხვა ვესტიბულური ვერტიგო

4.3% BPPV (პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა)

2% მენიერის დაავადება

0.6% ვესტიბულური ნევრიტი

   თუ თავბრუსხვევის საბოლოო დიაგნოზი ვერ დაისმება ზოგადი პრაქტიკის ექიმის მიერ, თავბრუსხვევა ჩაითვლება დაუდგენელად. შვედეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ ICD-10 R42 დიაგნოზით ICD-10 R42 (თავბრუსხვევა და ვერტიგო) პაციენტები (65 წლის და უფროსი), კიდევ ერთხელ გამოკვლეული იქნენ სპეციალისტების მიერ. ეს ფიზიკური გამოკვლევა მოიცავდა Dix-Hallpike მანევრს პაროქსიზმული თავბრუსხვევის (BPPV) დიაგნოსტიკისთვის. ამ კვლევაში, 5 პაციენტიდან 2-ს ICD-10 დიაგნოზით R42 ჰქონდა BPPV.22 მსგავსი დასკვნები იყო გერმანიაში ჩატარებულ კვლევაშიც.23

   თავბრუსხვევასთან დაკავშირებული სპეციფიკური მდგომარეობების ეპიდემიოლოგია იშვიათად არის შესწავლილი კვლევებში. თავბრუსხვევისა და ოკულომოტორული დარღვევების სიხშირეები სპეციალიზებულ ნევროლოგიურ კლინიკაში შეგროვებული თავბრუსხვევის სხვადასხვა სინდრომის შედარებით ნაჩვენებია ცხრილში 5

ცხრილი 5. სპეციალიზებულ კლინიკაში დიაგნოსტირებული თავბრუსხვევის და ოკულომოტორული დარღვევების სინდრომის სიხშირე (17,718 პაციენტი)

თავბრუსხვევისა და ვერტიგოს შემსწავლელი სპეციალიზებული ცენტრი 1988–2012: LMU და Deutsches Zentrum für Schwindel und Gleichgewichtsstörungen

*სხვა: თავბრუსხვევის მიზეზები, როგორიცაა არავესტიბულური თავბრუსხვევა, რომელიც დაკავშირებულია ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან ან მიასთენია გრავისთან.

ვერტიგოს გამომწვევი მიზეზები               სიხშირე               პროცენტი

BPPV (პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა)

ფობიური პოსტურალური თავბრუსხვევა

ცენტრალური ვესტიბულური ვერტიგო

ვესტიბულური შაკიკი

მენიერის დაავადება

ვესტიბულური ნევრიტი (ვესტიბულური ნეიროპათია)

ბილატერალური ვესტიბულური ნეიროპათია

ვესტიბულური პაროქსიზმი

ფსიქოგენური ვერტიგო

პერილიმფური ფისტულა

უცნობი გენეზის ვერტიგოს სინდრომი

სხვა დარღვევები*

ჯამი

პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა (BPPV)

   BPPV არის წონასწორობის ორგანოთა ყველაზე გავრცელებული აშლილობა და იწვევს თავბრუსხვევის ხანმოკლე ეპიზოდებს (როგორც წესი, გრძელდება 10-20 წამი, არა უმეტეს 1 წუთისა), განმეორებით გამოწვეული პაციენტების მიერ, რომლებიც თავის კონკრეტულ მხარეს აბრუნებენ. პაციენტებს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნებოდეთ ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და შფოთვა (დაცემის შიში).25, 26

   BPPV-ის სავარაუდო გამომწვევი მექანიკური მიზეზი არის ოტოკონია (კალციტის კრისტალები). ფხვიერი ოტოკონიები ცურავს შიდა ყურის არხებში, სადაც ისინი ასტიმულირებენ შიდა ყურის სენსორულ უჯრედებს, რის შედეგადაც ხდება სხეულის არასწორი პოზის სიგნალების გადაცემა თავის ტვინში და, შესაბამისად, ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსებს ტვინში (ვესტიბულური შეუსაბამობა), რაც იწვევს ვერტიგოსა და ნისტაგმს.

  დიაგნოზი დასტურდება თავბრუსხვევის პროვოცირებით, პაციენტებს სთხოვენ სწრაფად ამოძრავონ თავი და გააჩერონ კონკრეტულ პოზიციაში. ამ დროს პაციენტზე დაკვირვებისას BPPV-სთვის დამახასიათებელი ნისტაგმის განვითარება. Dix-Hallpike მანევრი არის კლასიკური ტესტი, რომელიც გამოიყენება BPPV-ის გასაატიურებლად და დაზარალებული მხარის იდენტიფიცირებისთვის.25 BPPV ძირითადად გვხვდება ხანდაზმულებში. ერთწლიანი პრევალენტობა იზრდება 0,5%-დან 18-39 წლის ასაკში 3,4%-მდე 60 წელზე უფროსი ასაკის პირებში და BPPV-ის კუმულაციური (სიცოცხლის მანძილზე) სიხშირე აღწევს თითქმის 10%-ს 80 წლის ასაკში.

   მკურნალობა მოიცავს თავის მოძრაობითი მანევრების გამოყენებას: კლინიცისტი სწრაფად აბრუნებს პაციენტის თავს სხვადასხვა პოზიციაზე. BPPV-ს დროს პირველი არჩევანის მანევრი არის ეპლის და სემონტის მანევრები. პაციენტთა უმრავლესობას შეუძლია ეს მანევრები დამოუკიდებლად განახორციელოს ხანმოკლე ტრენინგის შემდეგ. ორივე მანევრი თანაბრად ეფექტურია და განმეორებითი მოძრაობის შემდეგ განკურნების მაჩვენებელი 95%-ზე მეტია რამდენიმე დღეში, როგორც ეს ნაჩვენებია სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში და მეტაანალიზების მიხედვით. BPPV-ის რეციდივის წლიური სიხშირე არის დაახლოებით 15%-დან 30%-მდე და პაციენტების დაახლოებით 50%-ს აქვს რეციდივი რაღაც მომენტში, რისი წარმატებით განკურნება შეიძლება იმავე მანევრის შესრულებით.12

მენიერის დაავადება

   მენიერის დაავადება არის შიდა ყურის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს განმეორებითი, სპონტანური ეპიზოდური თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ყურის სისავსე და ტინიტუსი. თავბრუსხვევის შეტევები გრძელდება მინიმუმ 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.28 დაავადების ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის შიდა ყურში წნევის მატება (ენდოლიმფური ჰიდროპი). საშუალოდ მეოთხე ათწლეულში იწყება, სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება 20-დან 60 წლამდე. მენიერის დაავადება ორივე სქესში თანაბრად გვხვდება29 და შეიძლება ორივე ყურზე გავრცელდეს (დაახლოებით პაციენტთა 20%-ში).

   მწვავე შეტევის დროს, თავბრუსხვევა და გულისრევა შეიძლება კონტროლდებოდეს თავბრუსხვევის სამკურნალო მედიკამენტებით. მაღალი დოზებით, ბეტაჰისტინის ხანგრძლივი პროფილაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს შეტევების რაოდენობას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ხშირი და მძიმე თავბრუსხვევის შეტევები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლიათ ისარგებლონ გენტამიცინის ინსტილაციით შუა ყურში.9,12,

ვესტიბულური ნევრიტი (ნევრიტი)

   ეს მდგომარეობა, როგორც წესი, მოულოდნელად ვლინდება, როგორც მძიმე თავბრუსხვევა მხედველობის ველში საგნების აშკარა მოძრაობით, გულისრევა, ჰორიზონტალური სპონტანური ნისტაგმი დაზიანებულ მხარეს, სიარულის გაძნელება და დაცემის ტენდენცია. ამ დროს პაციენტები თავს მძიმედ გრძნობენ და ურჩევნიათ საწოლში უმოძრაო დარჩენა დაახლოებით 1-დან 3 დღემდე.

   მუდმივი ბრუნვითი თავბრუსხვევის მიზეზი არის ვესტიბულური ნერვის ანთება, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია რეაქტივირებული ჰერპეს სიმპლექსის ტიპი 1 ვირუსებით ინფიცირებით.31 ჩვეულებრივ მისი განვითარების ასაკი 30-დან 60 წლამდეა და ასაკობრივი განაწილების პლატოები 40-დან 50 წლამდე. არ არის მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავება.31 თუ პაციენტს აწუხებს ძლიერი გულისრევა, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტები უნდა იქნას გათვალისწინებული პირველი 1-დან 3 დღის განმავლობაში გულისრევასთან და ღებინებასთან დაკავშირებული მწვავე თავბრუსხვევის სიმპტომების სამკურნალოდ. მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აჭიანურებს ცენტრალურ კომპენსაციას.6

   ერთჯერადი გლუკოკორტიკოიდული თერაპია მნიშვნელოვნად აჩქარებს პერიფერიული ვესტიბულური ფუნქციის აღდგენას. მიზანმიმართული ფიზიოთერაპიული („ვესტიბულური რეაბილიტაცია“) ვარჯიშები აჩქარებს და აუმჯობესებს ტონუსის დისბალანსის ცენტრალურ ვესტიბულურ კომპენსაციას ჯანსაღ და დაზიანებულ ნაწილებს შორის. ვესტიბულური რეაბილიტაციის თერაპიული სარგებელი ნაჩვენებია მრავალ კვლევაში და აღნიშნულის მტკიცებულება ნაჩვენებია რამდენიმე მიმოხილვაში, მათ შორის კოჰრეინის მიმოხილვაში.30, 32

არავესტიბულური თავბრუსხვევა:

ქვეტიპები და მკურნალობის ვარიანტები

   არავესტიბულურ თავბრუსხვევას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. გამომწვევები შეიძლება მოიცავდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია ან გულის არითმიები, ფსიქიკური დარღვევები (დეპრესია, შფოთვა, ფსიქოზები) და მედიკამენტების ბოროტად გამოყენება. ფსიქიატრიულ აშლილობას შეიძლება თან ახლდეს თავბრუსხვევა, ყველაზე ხშირად შფოთვით ან დეპრესიული აშლილობებს.

   მეორეს მხრივ, ფსიქოგენურ თავბრუსხვევას ხშირად წინ უსწრებს ორგანული დაზიანება თავბრუსხვევის შეტევებით, რაც იწვევს ფსიქიკურ ლაბილობას და მეორად შფოთვით აშლილობას (ე.წ. მეორადი ფსიქოგენური თავბრუსხვევა). აღნიშნული თან ახლავს მწვავე ვესტიბულურ აშლილობას, განსაკუთრებით პაროქსიზმული თავბრუსხვევას (BPPV), მენიერის დაავადებას ან ვესტიბულურ ნევრიტს.13,34 მოცემული ხელს უწყობს პოსტურალური ფობიური თავბრუსხვევის განვითარებას, რომელიც ხშირად გრძელდება ძირითადი ფიზიკური მიზეზის მკურნალობის შემდეგ (ხდება ქრონიკული მდგომარეობა). პაციენტებს დაცემის შიში აქვთ და ბევრი პაციენტი თავს არიდებს სახლიდან მარტო გასვლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საყიდლებს და ა.შ.13 20-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამბულატორიულ თავბრუსხვევაში, PPV იყო თავბრუსხვევის შედარებით ყველაზე ხშირი ფორმა, პროცენტული წილით 22%-დან 26%-მდე.35

   როგორც ყველა შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში, მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია ქცევითი თერაპია. ანქსიოლიზური აქტივობის მქონე ანტიდეპრესანტებმა ასევე შეიძლება უზრუნველყონ მდგომარეობის შემსუბუქება.

სხვადასხვა წარმოშობის ვერტიგოს დროს

ვერტიგოჰელის® მოქმედების მექანიზმი

   ვერტიგოჰელი® – ბუნებრივი მრავალკომპონენტიანი და მრავალმხრივი მოქმედების სამკურნალო საშუალებაა. ვერტიგოჰელის® მოქმედების მექანიზმიდან გამოსარჩევია მცირე სისხლძარღვების ვაზოდილაცია და ამით მიკროცირკულაციის გაუმჯობესება. მცირე სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის დარღვევა (მიკროცირკულაციის დარღვევა) გარკვეულ როლს თამაშობს ისეთ პათოლოგიური მდგომარეობების განვითარებაში, როგორიცაა ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, შეშუპება, აგრეთვე თავბრუსხვევა.

   ენდოთელიუმი თავისი ეგზოკრინული, პარაკრინული და მეტაბოლური ფუნქციებით გადამწყვეტია არტერიული წნევის რეგულირებაში და მიკროცირკულაციის შენარჩუნებაში. ვაზოდილატაცია განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში ციკლური ნუკლეოტიდური სასიგნალო მექანიზმებით , ანუ მეორადი მესენჯერების cAMP და cGMP სტიმულირებით ადენილატციკლაზას (AC), გუანილატციკლაზას (GC) და ფოსფოდიესტერაზების V (PDE V) მეშვეობით.

   უჯრედულ კულტურებით ჩატარებული ინ ვიტრო კვლევები აჩვენებენ ვერტიგოჰელის® აქტიური კომპონენტების მოქმედების ორმაგ რეჟიმს (Anamirta cocculus, Conium maculatum, Ambra grisea და Petroleum rectificatum) ადენილატ ციკლაზაზე (AC) და ფოსფოდიესტერაზაზე V (PDE V).38 Anamirta cocculus იწვევს ადენილატციკლაზას (AC) ინ ვიტრო აქტივობის სტიმულაციას. Conium maculatum იწვევს ფერმენტ ფოსფოდიესტერაზა V-ის ინ ვიტრო აქტივობის ინჰიბირებას. ფოსფოდიესტერი აკავშირებს და არღვევს cGMP-ს GMP-მდე (სურათი 3). გარდა ამისა, ვერტიგოჰელი® ხელს უშლის ვაზოკონსტრიქციას.

გაძლიერებული ვაზოდილატაცია

სისხლძარღვების გლუვკუნთვანი უჯრედების მოდუნება

გაუმჯობესებული მიკროცირკულაცია

მეორეული მესენჯერის აქტივობის რეგულირება აუმჯობესებს მიკროცირკულაციას

კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზი ადასტურებს ვერტიგოჰელის ეფექტურობასა და უსაფრთოხოებას სხვა ვერტიგოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით

   ქვემოთ მოყვანილი განხილვა წარმოადგენს ორი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მეტა-ანალიზის და ორი არაინტერვენციული კვლევის შედეგებს. აღნიშნული წარმოადგენს ვერტიგოჰელის® ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ტოლერანტობის შედარებას სხვა ხშირად გამოყენებულ პრეპარატებთან.45 მეტაანალიზი მოიცავს ვაიზერის და სხვების კვლევების შედეგებს.

კვლევა 1

კვლევის ტიპი

კვლევის დიზაინი

გამოყენებული კომპონენტები

ჩვენება

მკურნალობის ხანგძლივობა

შეფასების კრიტერიუმი

სულ 1,388 პაციენტი მონაწილეობდა ამ კვლევებში და მათგან 635 პაციენტი მკურნალობდა ვერტიგოჰელით® და 753-ი შესადარებელი მედიკამენტით (ბეტაჰისტინი, დიმენჰიდრინატი, გინკო ბილობის ექსტრაქტი). პირველადი საბოლოო წერტილები ყველა კვლევაში იყო ყოველდღიური თავბრუსხვევის/ვერტიგოს შეტევების რაოდენობის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გაუმჯობესება. მკურნალობის ხანგრძლივობა (6-დან 8 კვირამდე) და დოზა განიხილებოდა მსგავსი კვლევების მიხედვით. კვლევები განსხვავდებოდა პაციენტის ასაკისა და ყოველდღიური შეტევების საწყისი რაოდენობის მიხედვით. ინდივიდუალური შემცირებები მორგებული იყო კვლევის საშუალო ასაკთან და საბაზისო მნიშვნელობებთან კოვარიანსით ანალიზის მიხედვით. კვლევები წარმოებდა შესადარებლად. აღინიშნა ექვივალენტური გაუმჯობესება ვერტიგოჰელით® და შესაბამისი შედარებითი მკურნალობით სამივე გასაზომ მაჩვენებელზე (ეპიზოდების საშუალო რაოდენობის შემცირება,  საშუალო ხანგრძლივობა შემცირებადა საშუალო ინტენსივობის შემცირება, იხილეთ სურათი 9). მეტა-ანალიზმა დაადასტურა ინდივიდუალური კვლევების შედეგები, რომლებიც აჩვენებს კლინიკურად მნიშვნელოვან ვერტიგოჰელის® მაღალ ეფექტურობას, ეფექტიანობას და ტოლერანტობას თავბრუსხვევის მქონე პაციენტებში.

ყველა კვლევის ანალიზის მიხედვით საშუალო შემცირება

შეტევის ეპიზოდების სიხშირის

შეტევის ეპიზოდების ინტენსივობის

შეტევის ეპიზოდების ხანგძლივობის

ვერტიგოჰელი

კორტიზოლი

დაკვირვებითი კვლევები მოიცავს პაციენტების დიდმა პოპულაციაში

ვერტიგოჰელის® ეფექტურობისა და მაღალი უსაფრთხოების მტკიცებულებებს

ორი დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა პაციენტების დიდ პოპულაციაში:

კვლევა 1

დაკვირვებით კვლევაში წარმოდგენილი იყო 3386 პაციენტი, რომლებსაც აწუხებდათ სხვადასხვა მიზეზით განპირობებული თავბრუსხვევა. დოკუმენტირებული იქნა 487 სხვადასხვა სპეციალობის ექიმის შეფასება. თავბრუსხვევის სიმპტომების კომპლექსის შეგროვება შეესაბამებოდა მონაცემთა დამუშავების ფორმას, რომელიც გამოქვეყნდა ნეიროოტოლოგიური შემთხვევის კითხვარის სახით (ნეიროოტოლოგიური მონაცემების შეფასება , NODEC). მკურნალობის შეფასება იყო „ძალიან კარგი“, „კარგი“ ან „დამაკმაყოფილებელი“ შემთხვევების 91.9%-ში. პრეპარატის ტოლერანტობა შეფასდა, როგორც „ძალიან კარგი“. ბევრ პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები და იღებდნენ სხვა მედიკამენტებსაც შესაბამისად (51.7%).47

კვლევა 2

გერმანიაში, 50 წელზე უფროსი ასაკის (საშუალოდ 76 წელი)  493 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტში, რომლებსაც პერიოდულად აღენიშნებოდათ თავბრუსხვევის შეტევები, 9 თვის განმავლობაში ჩატარდა კვლევა. ეფექტურობა შეფასდა ექიმისა და პაციენტის მიერ საერთო სიმპტომატური გაუმჯობესების შეფასებით (ლიკერტის სკალა), ასევე ვერტიგოს შეტევების რაოდენობის, ხანგრძლივობის და ინტენსივობის ცვლილების კუთხით. კლინიკურად შესაბამისი სიმპტომატური გაუმჯობესება მოხსენებული იყო სუბიექტების 82%-ში. 80% თავბრუსხვევის შეტევები, რომლებიც გაგრძელდა >2 წუთი საწყის ეტაპზე, შემცირდა 26%-მდე ბოლო დაკვირვებისას. ექიმების უმეტესობამ (87%) და ასევე პაციენტებმა (90%) შეაფასეს ვერტიგოჰელის საერთო ეფექტურობა, როგორც “ძალიან კარგი” ან “კარგი”. პაციენტების მხრიდან მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა.48

ვერტიგოჰელი® გაიდლაინებში

ვერტიგოჰელის® კლინიკური კვლევები დაედო საფუძვლად ვერტიგოჰელის შეტანას გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულ სამედიცინო გაიდლაინებში. კერძოდ, გერმანიის ზოგადი მედიცინისა და საოჯახო მედიცინის საზოგადოებამ („Deutsche Gesellschaft für Allgemeinmedizin und Familienmedizin, DEGAM“) გამოსცა მწვავე თავბრუსხვევის ზოგად კლინიკურ პრაქტიკაში მართვის გაიდლაინი S3. ეს გაიდლაინი ეხება Schneider et al., 2005 წლის მეტაანალიზს (Ia დონის მტკიცებულება).45 აღნიშნულის მიხედვით ვერტიგოჰელი®  ისევე ეფექტურია, როგორც ბეტაჰისტინი არასპეციფიკური თავბრუსხვევის მქონე პაციენტებში.49 ესპანეთის პირველადი ჯანდაცვის საზოგადოება ექიმებს (Sociedad Española de Médicos de Atención Primara, SEMERGEN) რეკომენდაციას უწევს ვერტიგოჰელს®, როგორც თავბრუსხვევის სამკურნალო ბიორეგულაციურ პრეპარატს.50

დასკვნა ვერტიგოჰელი® წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრდა სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევის/ვერტიგოს სამკურნალოდ. ვერტიგოჰელი® არის მრავალკომპონენტიანი მრავალმხრივი მოქმედების პრეპარატი, რომელიც შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ინგრედიენტებს Anamirta cocculus, Conium maculatum, Ambra grisea და Petroleum rectificatum. ვერტიგოჰელის® მოქმედების მექანიზმი კვლევის მიხედვით აჩვენებს მის მრავალმხრივ აქტივობას, რომელიც გავლენას ახდენს სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედების სასიგნალო გზებზე, რაც გავლენას ახდენს მცირე სისხლძარღვების კედლის ავტორეგულაციაზე. უჯრედულ კულტურებით ჩატარებული ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს ვერტიგოჰელის® აქტიური კომპონენტების მოქმედების ორმაგ მექანიზმს ვაზოდილაციაზე. ვერტიგოჰელი® ეფექტური და უსაფრთხოა სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევის სამკურნალოდ, რასაც მოწმობს მრავალი სამეცნიერო კვლევა, მათ შორის რანდომიზებული კლინიკური კვლევები, არაინტერვენციული კვლევები, რომლებიც ასახავს მის გამოყენებას ყოველდღიურ პაციენტთა მოვლაში და კლინიკური კვლევების მეტაანალიზიც ამის დადასტურებაა. ვერტიგოჰელის® მოქმედების თერაპიული ეკვივალენტობა დადგენილია კლინიკურ კვლევებში სხვა არსებულ მკურნალობასთან (ბეტაჰისტინი, დიმენჰიდრინატი და გინკო ბილობის ექსტრაქტი). ქრონიკული თავბრუსხვევის მქონე პაციენტების მენეჯმენტი, როგორც წესი, წარმოადგენს განსაკუთრებულ კლინიკურ გამოწვევას, სადაც ამ მრავალკომპონენტიანი მედიკამენტის მაღალი უსაფრთხოების პროფილი განსაკუთრებით დაფასებულია კლინიკოსების მიერ.