boy holding green mask

ტრაქეოსტომიის გართულებები ბავშვებში: სისტემური მიმოხილვა

ხოსე ლუბიანკა ნეტო,

პორტო ალეგრის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფედერალური უნივერსიტეტი (UFCSPA), ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი, პორტო ალეგრი, ბრაზილია

ოქტავია კარვალჰალ კასტანიო,

წმინდა ანტონიოს საავადმყოფოს პედიატრიული ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი პორტო ალეგრი, ბრაზილია

არტურ კერინგ შუსტერი,

პორტო ალეგრის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფედერალური უნივერსიტეტი (UFCSPA), ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი, პორტო ალეგრი, ბრაზილია

José Faibes Lubianca Neto, Octavia Carvalhal Castagno, Artur Koerig Schuster

აბსტრაქტი

შესავალი: ტრაქეოსტომია არის პროცედურა, რომელიც შეიძლება დაიყოს ტრანსოპერაციულ, ადრეულ პოსტოპერაციულ და გვიან პოსტოპერაციულად. როდესაც ეს პროცედურა ბავშვებში კეთდება, რისკები უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

მიზანი: გართულებების, მათ შორის სიკვდილის, სისტემური მიმოხილვის ჩატარება, ტრაქეოსტომის მქონე პედიატრიულ პაციენტებში.

მეთოდები: ჩატარდა ლათინური ამერიკისა და კარიბის ჯანმრთელობის მეცნიერების ლიტერატურისა და PubMed მონაცემთა ბაზებში სტატიების მოძიება. შეირჩა კოჰორტული კვლევები და სერიული ანგარიშები, ასევე, სისტემური მიმოხილვები, რომლებიც გამოქვეყნდა 1978 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პაციენტების შესახებ, და დაწერილი იყო ინგლისურ, ესპანურ ან პორტუგალიურ ენებზე.

შედეგები: მოძიებულ იქნა 1560 სტატია, რომელთაგანაც 49 ჩართულია ამ მიმოხილვაში. საშუალო გართულების მაჩვენებელი 40% იყო, რაც აჩვენებდა კავშირს ასაკთან, დაბადებისას არსებულ წონასთან, დღენაკლულობასთან, თანმხლებ დაავადებებთან და გადაუდებელ პროცედურებთან. ყველაზე გავრცელებული გართულებები იყო კანის დაზიანებები და გრანულომები. ამ პროცედურასთან დაკავშირებული სიკვდილობა ბავშვებში აღწევდა 6%-ს და ძირითადად უკავშირდებოდა კანულას ობსტრუქციას ან უნებლიე დეკანულაციას.

შესავალი

ტერმინი ტრაქეოსტომა აღწერს ტრაქეაში არსებულ ნაპრალს, მაშინ, როცა ტრაქეოტომია ნიშნავს მხოლოდ ტრაქეის გაკვეთის აქტს. დიდი ხნის განმავლობაში, მის ჩვენებას წარმოადგენდნენ ინფექციური და სიმსივნური დაავადებები, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციას იწვევდნენ [1]. მე-20 საუკუნის შემდეგ, ტრაქეოტომიის ჩვენებები გაიზარდა. ამჟამად, ტრაქეოსტომიების თითქმის ორი მესამედი ტარდება 1 წლამდე ასაკის ბავშვები და როგორც წესი, ისინი დიდი ხნის განმავლობაში რჩება, ზრდასრულებთან შედარებით. ბავშვებში მისი ძირითადი ჩვენებებია ლარინგოტრაქეალური სტენოზები, გახანგრძლივებული ვენტილაცია და პულმონარული ჰიგიენის შენარჩუნების საჭიროება [2].

აღწერილია რამდენიმე ტექნიკა. როგორც წესი, განსხვავებები უკავშირდება კანის განაკვეთის მიმართულებას, ტრაქეაში განაკვეთის ფორმას და ტრაქეას ზემოთ არსებულ კანში ნაკერის არსებობას ან არარასებობას, რაც ასევე ცნობილია, როგორც „სტომის მომწიფება“. შესაძლო ქირურგიული გართულებები შეიძლება გაიყოს ტრანსოპერაციულ და პოსტოპერაციულად, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ იყოფა ადრეულ და გვიანდელ პოსტოპერაციულ გართულებებად. ამგვარი გართულებების პრევალენტობა და განაწილება მნიშვნელოვნად განსხვავდება ლიტერატურაში. ეს კვლევა მიზნად ისახავს, განსაზღვროს ტრაქეოსტომიის შესაძლო გართულებები ბავშვებში, პროცედურასთან დაკავშირებული სიკვდილობის მაჩვენებელთან ერთად, რაც მათ გაყოფს მათ დროებითი კავშირის მიხედვით ოპერაციის დროსთან მიმართებაში.