ბოლო წლებში ძუძუს კიბოს სისტემურმა მკურნალობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რამაც დაავადების მართვისა და პაციენტთა პროგნოზის გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობები შექმნა. ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი მიმოხილვითი სტატია განიხილავს 2020 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან სიახლეებს, მათ შორის მიზნობრივი თერაპიის, იმუნოთერაპიისა და ანტისხეულ-პრეპარატის კონიუგატების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძუძუს კიბოს სხვადასხვა ბიოლოგიური ქვეტიპის მკურნალობას, მოლეკულური დიაგნოსტიკის როლსა და პერსონალიზებული თერაპიის თანამედროვე მიდგომებს. გაეცანით სტატიის ძირითად მიგნებებსა და კლინიკურად მნიშვნელოვან სიახლეებს ჩვენს მიმოხილვაში.